თქვენ მეკითხებით იმ ბილბორდებზე – ნება მომეცით გითხრათ, ვფიქრობ, რომ ისინი არის აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ “ქართული ოცნების” საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით განაცხადა.
“ევროკავშირი არ არის გულგრილები. რუსეთის მიერ უკრაინაში გაუმართლებელი, უკანონო და მზარდი სასტიკი შეჭრის შემდეგ, ჩვენ მხარე დავუჭირეთ უკრაინას. უკრაინის გვერდით ვდგავართ ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით.
რატომ? იმიტომ, რომ უკრაინელები არ იბრძვიან მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისთვის, საკუთარი დამოუკიდებლობისთვის და საკუთარი სუვერენიტეტისთვის. ისინი ყველა ჩვენგანისთვის იბრძვიან. ისინი იბრძვიან მსოფლიო წესრიგისთვის, რომელიც წესებზეა დაფუძნებული. ამიტომ თქვენ მეკითხებით იმ ბილბორდებზე – ნება მომეცით გითხრათ, ვფიქრობ, რომ ისინი არის აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი. ჩვენ მშვიდობა გვაქვს უკრაინაში. ჩვენ მშვიდობა გვაქვს საქართველოში. ჩვენ მშვიდობა გვაქვს ევროკავშირში – უკრაინელი ხალხის თავგანწირვის წყალობით და ისინი ჩვენს უდიდეს პატივისცემას იმსახურებენ”, – განაცხადა ელჩმა.