spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჰერმან საბო – ჩემთვის ამ დეკლარაციაზე ხელის მოწერა გამოიყურება ისე, რომ ვიღაცებს აჩვენონ ერთად ვართო

ქართულ პოლიტიკაში, ჩვენდა სამწუხაროდ, წითელ ხაზებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს ხოლმე, ისინი “გაიდღაბნება” თუკი საქმემ მოითხოვა. ჩემთვის ამ დეკლარაციაზე ხელის მოწერა გამოიყურება ისე, რომ ვიღაცებს აჩვენონ ერთად ვართო, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” წევრმა ჰერმან საბომ განაცხადა.

 

“ქართულ პოლიტიკაში, ჩვენდა სამწუხაროდ, წითელ ხაზებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს ხოლმე, ისინი “გაიდღაბნება” თუკი საქმემ მოითხოვა. ამისთვის კი მათ ჩაატარეს კვლევა და თუ ნახავენ, რომ ერთად მეტ შედეგს დებენ, მაშინ გაერთიანდებიან, ან თუ ნახავენ, რომ ამ შედეგს ვერ დებენ და სავარაუდოდ, ასეც არის, მაშინ ვიხილავთ ორ, ან სამ დაჯგუფებას. მაგალითად, “ახალი” და “ლელო” შეიძლება ერთად იყვნენ, მათთან ერთად ასევე შესაძლოა, იყოს “ევროპული საქართველოც”. ჩემთვის ამ დეკლარაციაზე ხელის მოწერა გამოიყურება ისე, რომ ვიღაცებს აჩვენონ ერთად ვართო”, – განაცხადა ჰერმან საბომ.

 

ქართული ოპოზიციის ნაწილმა ბრიუსელში ერთიანობის დეკლარაციას მოაწერა ხელი. ოპოზიციის განცხადებით, ერთიანდებიან “ქართული ქარტიის”  მიზნების გარშემო, კონკრეტული მიზნების მისაღწევად მოახლოებული არჩევნების წინ და არჩევნების შემდგომ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები