spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჰერმან საბო – მე არც საფრანგეთში მომწონს ეს კანონი, არც საქართველოში და არც ამერიკაში

ვის წინააღმდეგ იღებ კანონს, მაგას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მე არც საფრანგეთში მომწონს ეს კანონი, არც საქართველოში და არც ამერიკაში, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” წევრმა ჰერმან საბომ განაცხადა.

 

“ჯერ ერთი, ვის წინააღმდეგ იღებ კანონს, მაგას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. საფრანგეთში არა ევროკავშირისა და ამერიკის წინააღმდეგ იღებენ, არამედ გასაგებია ვის წინააღმდეგაც – რუსეთი, ჩინეთი და ა.შ.

 

საფრანგეთში, ჩვენგან განსხვავებით, ინსტიტუციური წესრიგი ისეთია, რომ აზღვევენ ამ კანონის ცუდად ქმედების შემთხვევას, მაგრამ მე არც საფრანგეთში არ ვემხრობი ამ კანონის მიღებას, მე მგონია, რომ თუ სიტყვით და პიარით ცდილობს ვიღაც გავლენას, ამას სიტყვა უნდა დაუპირისპირო, ხოლო სხვა დამაზიანებელი ცდილობს რომელიმე ქვეყანა გავლენას, ამისთვის სპეცსამსახურები არსებობს.

 

მე არც საფრანგეთში მომწონს ეს კანონი, არც საქართველოში და არც ამერიკაში”, – განაცხადა ჰერმან საბომ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები