spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჰერმან საბო – რას უნდა დაჰპირდე ამომრჩეველს, როცა 12 წელი ხელისუფლებაში იყავი?! რამის გაკეთება თუ გინდოდა, გექნა, ბატონო

რას უნდა დაჰპირდე ამომრჩეველს, როცა 12 წელი ხელისუფლებაში იყავი?! რამის გაკეთება თუ გინდოდა, გექნა, ბატონო. მათ შორის, ეს 12 წელი აზრს უკარგავს “ნაცებს” ავკრძალავთ” ძახილს, აქამდე აეკრძალათ თუ უნდოდათ, – ამის შესახებ “გირჩის” წევრმა ჰერმან საბომ განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნების” ელექტორალური პოტენციალი  700-800 ათას ადამიანს ვერ აღემატება.

“ივანიშვილის ელექტორალური პოტენციალი შეიძლება, მათემატიკურადაც დაითვალოს. თუ ავიღებთ რამდენი საჯარო მოხელეა, შეიძლება, 700-800 ათას ადამიანამდე ავიდეს, რომელიც თითქმის, ყველა მთავრობას მოჰყვება ხოლმე ბაგაში. ამის იქით მე ვერ ვხედავ, რით შეიძლება მოიმატონ ამომრჩეველი.

რას უნდა დაჰპირდე ამომრჩეველს, როცა 12 წელი ხელისუფლებაში იყავი?! რამის გაკეთება თუ გინდოდა, გექნა, ბატონო. მათ შორის, ეს 12 წელი აზრს უკარგავს “ნაცებს” ავკრძალავთ” ძახილს, აქამდე აეკრძალათ თუ უნდოდათ.

დღევანდელი საგარეო კურსის ცვლილება არის ლოგიკური გაგრძელება იმ შიდა რეჟიმისა და წესრიგისა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, უბრალოდ, ამ შიდა რეჟიმს და წესრიგს “გვპატიობდნენ” ჩვენი დასავლელი პარტნიორები, მაგრამ შეუძლებელია, ქვეყანაში  ასეთი რეჟიმი გქონდეს და შენ იყო დასავლეთის მეგობარი”, – განაცხადა ჰერმან საბომ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები