spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ჰეზბოლამ” წითელი ხაზები გადაკვეთა” – ისრაელმა ბეირუთი დაბომბა

ისრაელმა ლიბანის დედაქალაქი ბეირუთი დაბომბა.

 

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მათი სამიზნე იყო დაჯგუფება “ჰეზბოლას“ ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც გოლანის მაღლობზე განხორციელებულ თავდასხმას ხელმძღვანელობდა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ფუად შუქრიზე, რომელიც დაჯგუფების ლიდერის ჰასან ნასრალას მრჩეველია. მისი ბედი ამ დროისთვის უცნობია.

 

თავდასხმიდან მალევე ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ “ჰეზბოლამ“ წითელი ხაზები გადაკვეთა.

 

ისრაელსა და ლიბანს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ისრაელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ჰეზბოლას” ტერორისტების რაკეტა ფეხბურთის მოედანს მოხვდა და 10-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 30-ზე მეტი კი დაშავდა. დაღუპულთა და დაშავებულთა ასაკი 10-დან 20 წლამდეა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები