spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჰოსპიტალიზაციის გამო ოსტინმა ბრიუსელში ვიზიტი გააუქმა – “რამშტაინის” შეხვედრა ონლაინ გაიმართება

პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის გამო გააუქმა ვიზიტი ბრიუსელში, სადაც “რამშტაინის” ფორმატში საკონტაქტო ჯგუფის მე-19 შეხვედრა უნდა გამართულიყო, – ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ოსტინს პირადად უნდა ეხელმძღვანელა ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრისთვის, რის შემდეგაც ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა იგეგმება.

 

თუმცა, კვირას ნაშუადღევს ოსტინმა თავისი მოვალეობები გადასცა თავდაცვის მდივნის მოადგილეს კეტლინ ჰიქსს. უკრაინის თავდაცვის საჭიროებებზე შეხვედრა კი ონლაინ გაიმართება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები