“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ამის გამო საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა არ უნდა გაიფუჭოს.
“ჭეშმარიტად რუსული საქმე თუ რამეა, არის ამერიკის გაშვება საქართველოდან რაღაცნაირად და მათთვის იმ წარმოდგენის ჩამოყალიბება, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს რას ფიქრობს ამერიკის სახელმწიფო საქართველოზე.
6 მოსამართლეზე გადაყოლება საქართველო-ამერიკული ურთიერთობის, ასევე არაფერში არ წერია ჩემი აზრით. კარგი და სწორი ნაბიჯი იქნება ის, რომ საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ დაალაგოს ამერიკის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა და ეს კონფლიქტი უფრო ღრმად არ წავიდეს”, – განაცხადა ხვიჩიამ.