spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იაგო ხვიჩია – ადამიანები რომ ღატაკდებიან, უფრო მეტს უჩნდება ასეთი დანაშაულის ჩადენის სურვილი

ადამიანები რომ ღატაკდებიან, უფრო მეტს უჩნდება ასეთი დანაშაულის ჩადენის სურვილი, – ამის შესახებ “გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. 

 

მისი თქმით,  ის ფაქტი, რომ ბადრი ესებუა ვერ დააკავეს, სხვა მსგავსი დანაშაულის პროვოცირების მიზეზი ვერ გახდებოდა. 

 

“მე მგონი, ესებუას „სიმაღლეს“ ვერცერთი ვერ მიუახლოვდა და ყველა ჩავარდა. მე არ დავაბრალებდი ამას, რომ ესებუას პრეცედენტით ხალხი წახალისდა.  

 

ჩემი აზრით,  პრობლემა არის სიღარიბეში. ადამიანები რომ ღატაკდებიან, უფრო მეტ ადამიანს უჩნდება ასეთი დანაშულის ჩადენის სურვილი. თუმცა ადამიანები როგორ მიდიან ასეთი  ტიპის კრიმინალის ჩადენის გადაწყვეტილებამდე, ძალიან პრიმიტიული იქნება თქმა, რომ ერთი კრიმინალი დადის დაუსჯელი, ამიტომ ხდება ეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები