spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იაგო ხვიჩია – არ მესმის რატომ უნდა მივიღო მონაწილეობა პროცესში, რომელიც შეიძლება “ოცნებამ” თავის სასარგებლოდ გამოიყენოს

არ ვაწერთ ხელს. პროცესი, რომელსაც შედეგი არ მოჰყვება და პირიქით, შეიძლება “ოცნებამ” თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, არ მესმის, ამაში რატომ უნდა მივიღო მონაწილეობა, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, სარჩელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს იმედი არ აქვს.

“არ ვაწერთ ხელს, რადგან არ გვჯერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დამოუკიდებელია. მას შემდეგ, რაც “კვოტების კანონი” გვქონდა გასაჩივრებული და სასაცილო გადაწყვეტილება გამოიტანა საკონსტიტუციომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საკონსტიტუციოს ნდობა არ შეიძლება, აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ სხვების ოპტიმიზმი უნდა გვიკვირდეს, თორემ ჩვენი პესიმიზმი ამ საკითხთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ძალიან გასაგებია საზოგადოებისთვის. პროცესი, რომელსაც შედეგი არ მოჰყვება და პირიქით, შეიძლება “ოცნებამ” თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, მე არ მესმის, ამაში რატომ უნდა მივიღო მონაწილეობა”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელიც შედის. არსებული ინფორმაციით, სარჩელს ხელს პარლამენტის 32 ოპოზიციონერი დეპუტატი აწერს, გარდა პარტია “გირჩისა”, რომელიც მიზეზად სასამართლოს უნდობლობას ასახელებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები