ასეთი ტიპის ინფორმაცია თავად ამ ორგანიზაციის ნებართვის გარეშე გარეთ არ ჟონავს. ეს ჟონავს მაშინ, როცა სისტემას უნდა, რომ გამოჟონოს, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება” ყალბი რევოლუციის სცენარს დგამს.
“ქართული ოცნება” ყალბი რევოლუციის სცენარს დგამს, რომ ვითომ რევოლუციას უწყობენ. სინამდვილეში, ორგანიზატორი მისი ხალხი იქნება. მერე ვითომ რევოლუცია არ გამოვა, “ქართული ოცნება” ამ გარემოებას დაძლევს და ვიღაცას დააბრალებენ, რომ რევოლუციას გვიწყობდნენ, ამით გაამართლებენ ახალი ტიპის შეზღუდვების დაწესებას.
ეს მგონია მე უფრო ზუსტი, ვიდრე ის, რომ სუსის ჩანაწერებმა გარეთ სუსის გარეშე გამოჟონა. ასეთი ტიპის ინფორმაცია თავად ამ ორგანიზაციის ნებართვის გარეშე გარეთ არ ჟონავს. ეს ჟონავს მაშინ, როცა სისტემას უნდა, რომ გამოჟონოს”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
სუსმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც “პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები არჩევნების წინა დღეებში, გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას. ჩანაწერებში იქნება გამოყენებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება.