spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იაგო ხვიჩია – ბევრი ფიცი, დაგინება და ა.შ. იმ ხალხს სჭირდება, ვისაც ნაკლებად დაეჯერება ხოლმე ასეთ რაღაცებზე

ბევრი ფიცი, დაგინება და ასე შემდეგ  სიტყვაზე რასაც ამბობს, იმ ხალხს სჭირდება, ვისაც ნაკლებად დაეჯერება ხოლმე ასეთ რაღაცებზე, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია “გირჩი” ითანამშრომლებს ყველასთან, ვინც სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებაში მათ გეგმებს დაეთანხმება.

“ბევრი ფიცი, დაგინება და ასე შემდეგ  სიტყვაზე რასაც ამბობს, იმ ხალხს სჭირდება, ვისაც ნაკლებად დაეჯერება ხოლმე ასეთ რაღაცებზე. ჩვენ, მოგეხსენებათ, სიტყვის გატეხვაზე შემჩნეული არასდროს ვართ და შესაბამისად, საჯარო დაფიცებას, რომ მომავალში ცუდად არ მოვიქცევით, არ გავაკეთებთ.

რაც შეეხება ვითანამშრომლებთ თუ არა ვინმესთან, ჩვენ ეს წინასწარ გვაქვს გაცხადებული, რომ ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერთან ვითანამშრომლოთ, ვინც დაგვეთანხმება ჩვენი სასამართლოს მოწყობის გეგმაში. განსხვავებით ჩვენი კოლეგებისგან, ჩვენ მარტო არ ვაპირებთ უმრავლესობის აღებას. ჩვენ ვაპირებთ ისეთი რაოდენობის ხმების აღებას, რომლითაც “ნაცებსაც” ენდომებათ ჩვენთან თანამშრომლობა, “ქოცებსაც”  და ჩვენ გვექნება საშუალება, ავარჩიოთ, ვისთან ვითანამშრომლოთ. როგორ შეიძლება, ვინმესთან თანამშრომლობა გამოვრიცხოთ?”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერებმა დღეს ხელი მოაწერეს  დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, არჩევნების შემდეგ პარლამენტში არჩეული არცერთი წარმომადგენელი არ ითანამშრომლებს “ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან მთავრობის ფორმირების საკითხში. მათ პოლიტიკოსებს მოუწოდეს, რომ საჯაროდ დადონ პირობა, რომ არ ითანამშრომლებენ  “ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები