ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილი თავად უნდა ითხოვდეს ამას. საუბარი არის სხვანაირ საკანში ჯდომაზე და ვინაიდან საკნებს შორის განსხვავება მაინცდამაინც არსებითად თავისუფლების ხარისხს არ აუმჯობესებს, მე სალაპარაკოს არ მივცემდი “ქართულ ოცნებას”, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
“ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ, ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილი თავად უნდა ითხოვდეს ამას. მისი გუნდი კი უნდა ითხოვდეს იმას, რომ სადაც არ უნდა იყოს სააკაშვილი, მასთან შეხვედრისა და პოლიტიკური კონსულტაციების საშუალება წინასაარჩევნოდ მიეცეს. სააკაშვილი მაინც ციხეში ზის და “ქართულ ოცნებას” არ უნდა ჰქონდეს სალაპარაკო, რომ სანატორიუმშია და ისვენებს.
საუბარი არის სხვანაირ საკანში ჯდომაზე და ვინაიდან საკნებს შორის განსხვავება მაინცდამაინც არსებითად თავისუფლების ხარისხს არ აუმჯობესებს, მე სალაპარაკოს არ მივცემდი “ქართულ ოცნებას”. მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური ადგილმდებარეობა – არც ისე და არც ასე – არ მოახდენს გავლენას პოლიტიკურ პროცესებზე”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.