spot_img
spot_imgspot_img
spot_img

იაგო ხვიჩია – ჩემი აზრით, სუსი ხალხს უფრო მეტად აშინებს, ვიდრე უსაფრთხოებაზე ზრუნავს

ჩემი აზრით, სუსი ხალხს უფრო მეტად აშინებს, ვიდრე უსაფრთხოებაზე ზრუნავს, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩია არ მიიჩნევს, რომ სუსი დღევანდელი მოცემულობით, ვინმეს უსაფრთხოების მთავარი დამცველია.

“ქართული ოცნების” შიდა გადაადგილებები ჩემთვის, ნაკლებად ინფორმაციულია, რა როგორ ხდება, თუმცა მე ანრის ვიცნობ, ჩვენ კოლეგები ვიყავით  პარლამენტში ერთსა და იმავე კომიტეტში ვმუშაობდით და წარმატებას ვუსურვებ ბატონ ანრის. მე არ მგონია, რომ სუსი იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს ის ჩვენ გვაქვს, ვინმეს ხელში შეიძლება იყოს უსაფრთხოებისთვის მზრუნველი მთავარი ორგანო იმიტომ, რომ ჩემი აზრით, ხალხს უფრო მეტად აშინებს, ვიდრე უსაფრთხოებაზე ზრუნავს”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები