spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იაგო ხვიჩია – ჩვენ ეს კომისია არ გვაინტერესებს, მაგრამ გვაინტერესებს ნორმალური ურთიერთობები კოლეგებთან

ჩვენ ეს კომისია არ გვაინტერესებს, მაგრამ გვაინტერესებს ნორმალური ურთიერთობები ჩვენს კოლეგებთან, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფი “გირჩის” წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. 

 

მისი თქმით, კომისიის შექმნას მხარს ორი  პირობით დაუჭერენ, ამასთან აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია,  “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში სრყულფასოვნად შევიდეს.  

 

“ჩვენ ეს კომისია არ გვაინტერესებს, მაგრამ გვაინტერესებს ნორმალური ურთიერთობები ჩვენს კოლეგებთან. ჩვენ ამ კომისიის შექმნას მხარს დავუჭერთ იმ შემთხვევაში, თუ მომავალში, როცა ჩვენ დაგვჭირდება, ისინი ჩვენ დაგვიჭერენ მხარს და ამის შესახებ ახლა იტყვიან საჯაროდ.  ასე ახლა იტყვიან და შეწყდება ტირაჟირება იმის შესახებ, რომ ჩვენ ვართ არა ოპოზიცია და “ქართული ოცნების” მეგობარი, რის ტირაჟირებასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მედია საშუალებები აწარმოებენ”, – განაცხადა ხვიჩიამ.  

 

საგამოძიებო კომისიის შექმნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ არადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიების ჩატარების მიზნით იგეგმება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები