ჩვენ რომ ნორმალური პოლიტიკური გარემო გვქონდეს, ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ დაძაბულობა და არეულობა არ უნდა აწყობდეს. თუმცა, ჩვენთან ყოველთვის ხელისუფლება აკეთებს ამას, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, “ნაცების” გაუქმება და დაპირისპირება “ოცნების” საარჩევნო კამპანიის ნაწილია.
“ჩვენ, რომ ნორმალური პოლიტიკური გარემო გვქონდეს, ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ დაძაბულობა და არეულობა არ უნდა აწყობდეს. თუმცა, ჩვენთან ყოველთვის ხელისუფლება აკეთებს ამას. კანონშიც კი წერია ეს, რომ რაღაც დროს არ შეიძლება არჩევნები ჩაატარო. საზოგადოება უნდა იყოს მშვიდი, მაგრამ კომუნისტებიდან მოყოლებული ჩვენ ხომ დაპირისპირებით ვიმართებით, სულ ვიღაცას ვებრძვით. ეს მათი საარჩევნო კამპანიის ნაწილია. “ნაცების” დასრულება მათი წინასაარჩევნო კამპანის ნაწილია ამ დაძაბულობის შესაქმნელად, თორემ, საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდათ, თუ “ნაცების” დაშლა და გაუქმება უნდოდათ”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.