ჩვენი მიზანია, იმ დოზით ვიყოთ წარმოდგენილი, რომ „ქოცები“ და „ნაცები“ 30%-ზე მეტს თუ ვერ კრავენ, ჩვენი დახმარება დასჭირდეთ, – ამის შესახებ პარტია “გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
დეპუტატის თქმით, სხვა ოპოზიციური პარტიების ქმედებებიდან გამომდინარე შთაბეჭდილება რჩება, რომ არჩევნებისთვის მოქმედება ჯერაც არ დაუწყიათ.
“საარჩევნოდ ჩვენი გეგმებია ისეთი ნდობის მანდატის მოპოვება, რომ „ქოცებს“ და „ნაცებს“ ჩვენ გარეშე გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების საშუალება არ ჰქონდეთ. ჩვენი მიზანია, იმ დოზით ვიყოთ წარმოდგენილი, რომ „ქოცები“ და „ნაცები“ 30%-ზე მეტს თუ ვერ კრავენ, ჩვენი დახმარება დასჭირდეთ. დანარჩენ ოპოზიციას რომ ვუყურებ, მგონი, ჯერ საერთოდ მოქმედება არ აქვთ დაწყებული და არ ვიცი, რისი იმედი აქვთ.
ნიკა გვარამია თუ სხვები, რაც მეტს იყვირებენ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვემიჯნებითო, მით მეტად დატოვებენ “ქოცებისგან“ გადაბირებულების შთაბეჭდილებას, ისევე, როგორც რაც მეტს იყვირებენ „ნაცები“, რომ გვარამიას არ შემოვუშვებთ ჩვენს რიგებში, ცალკე რაღაც აკეთოსო, უფრო მეტად დატოვებენ „ქოცების“ მიერ მოსყიდულის შთაბეჭდილებას. ჩემთვის, ნორმალური ხალხისთვის გვარამიას და „ნაცების“ ერთმანეთისგან გამიჯვნა ამ ეტაპზე წარმოუდგენელია”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.