ჩვენ არ გვაქვს ოლიგარქიზაციის პრობლემა, ჩვენ გვაქვს ერთპიროვნული მმართველობის პრობლემა, – ამის შესახებ Front News-ს “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.
მისი თქმით, მხარს არ დაუჭერენ დეოლიგარქიზაციის კანონს, რადგან თვლიან, რომ ეს პრობლემა საერთოდ არსებობს.
“ჩვენ მხარს არ ვუჭერთ ამ კანონს და ვფიქრობთ, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი არ არის ჩვენთვის ახლა მთავარი გამოწვევა. ჩვენ არ გვაქვს ოლიგარქიზაციის პრობლემა, ჩვენ გვაქვს ერთპიროვნული მმართველობის პრობლემა. ეს პრობლემა გვქონდა მაშინაც, როდესაც ერთპიროვნული მმართველები არ იყვნენ ოლიგარქები და საერთოდ არ იყო მდიდარი ხალხი. ეს პრობლემა გვქონდა 90-იანი წლებიდან, მაშინაც კი, როდესაც ბიძინა ივანიშვილი არ იყო ჩვენი ქვეყნის მმართველი. ჩვენი პრობლემა არის პოლარიზაცია და ის, რომ ერთმანეთს ვებრძვით.
ამ 12 პუნქტით სინამდვილეში ჩვენ გვითხრეს, რომ მივხედოთ ამ პრობლემებს, დაპირისპირებას, შურს, დაძაბულობას, პოლარიზაციას. ის, რომ ჩვენ ვეძებთ ოლიგარქებს, ეს არის სიმპტომი, არადა, სიმპტომის ნაცვლად, მიზეზებს უნდა ვეძებდეთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.
კითხვაზე, არის თუ არა პრობლემა არაფორმალური მმართველობა, დეპუტატი აცხადებს, პრობლემა ერთპიროვნული მმართველობა. “ფორმალური მმართველობა როდესაც იყო, მაშინაც იყო პრობლემა. პრობლემაა ერთპიროვნული მმართველობა, ფორმალური იქნება ეს თუ არაფორმალური“, – განაცხადა ხვიჩია.
რაც შეეხება ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებას, დეპუტატი აცხადებს, რომ ჩვენ ვერაფერს ვერ დავაკმაყოფილებთ.