spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იაგო ხვიჩია – ძალიან გასაოცარი ფაქტია, რომ “ქართულმა ოცნებამ“ ამის მისაღწევად ფორმალურადაც არაფერი გააკეთა

მე სამუშაოდ ვიყავი განწყობილი. ველოდებოდი, რომ ვიღაც მოვიდოდა და დამელაპარაკებოდა – ამას ეს რატომ სჯობს. არავის მოუცია საფუძველი, რომ მხარი დაგვეჭირა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის საკითხთან დაკავშირებით ჩავარდნილ კენჭისყრაზე განაცხადა.

 

“იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, 6 თვით ის დაენიშნა, ვინც უნდოდა, საერთოდ არ აწარმოვა, მთელი ის პროცესი, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტშია მითითებული. მასში წერია, რომ ჩვენ უნდა გვემუშავა, რომ ეს კონსენსუსით ყოფილიყო. მე სამუშაოდ ვიყავი განწყობილი. ველოდებოდი, რომ ვიღაც მოვიდოდა და დამელაპარაკებოდა – ამას ეს რატომ სჯობს. არავის მოუცია საფუძველი, რომ მხარი დაგვეჭირა. მე ამ ადამიანებს კარგად არც კი ვიცნობდი. იმის იმედად არ ვართ, რომ აუცილებლად თავმჯდომარეს ვენდობოდეთ. უბრალოდ, ძალიან კარგი იქნებოდა, ზოგადად არჩევნების შეფასების დროს ეს არგუმენტი არავის ჰქონოდა, რომ იცით რა, თქვენ ასე აირჩიეთ თავმჯდომარე. ჩემთვის ძალიან გასაოცარი ფაქტია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამის მისაღწევად ფორმალურადაც არაფერი გააკეთა“, – განაცხადა ხვიჩიამ.

 

რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტმა მეორედ უყარა კენჭი საქართველოს პრეზიდენტის მიერ ასარჩევად წარმოდგენილ ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს. ამჯერადაც, ვერც ერთმა კანდიდატმა პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ მიიღო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები