spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იაგო ხვიჩია – ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება, არის ენჯეოებში შემოსული ამერიკული ფული

“ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება, დარჩა ენჯეოებში შემოსული ამერიკული, დასავლური ფული. ეს ფული რასაკვირველია იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში“, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ „დღის ამბებში“ განაცხადა.

 

მისივე თქმით, საჭიროა ამერიკელებთან იმაზე საუბარი, რომ ხალხს მათი წარმომადგენლები არ ეზიზღებოდეს.

 

“მე მომწონს, არ მომწონს, ეს სხვა საკითხია. ბევრი კარგი რამ გაუვრცელებიათ და ბევრი საქველმოქმედო პროექტი გაუკეთებიათ. ბევრი არასწორი აზრი გაუვრცელებიათ და ის არასწორი აზრების გავრცელება არის ის, რაც სახელს უტეხს ამ ორგანიზაციებს. ჩვენ  უნდა ველაპარაკოთ ამერიკელებს, რომ მათ ეს ხალხი არ წარმოადგენდნენ. უნდა ველაპარაკოთ როგორ შეცვალონ, რომ რეპუტაციულად დამაზიანებელი არ იყოს მათი მიტინგზე გამოსვლა,  რომ მათი წარმომადგენლები ხალხს უბრალოდ არ ეზიზღებოდეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები