არასოდეს არცერთი მთავარი პროკურორი ამ ქვეყანაში არ ყოფილა დამოუკიდებელი, ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკოსებმა უარი უნდა თქვან მართლმსაჯულების სისტემაში ხალხის დანიშვნაზე, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ყველა პროკურორი კონკრეტული ერთი პარტიის, მმართველი გუნდის დაკვეთას ასრულებს.
“ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე პროკურორი ძალიან გამოადგა ქართველ ხალხს და ვერ ივიწყებენ მის ღვაწლს სამშობლოს წინაშე. ამიტომ, მე მგონია, რომ ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკოსებმა უარი უნდა თქვან მართლმსაჯულების სისტემაში ხალხის დანიშვნაზე და ადამიანებს, საქართველოს მოქალაქეებს მივცეთ ეს უფლება მათთვის მოსაწონი კაცი დანიშნონ პროკურორად.
არასოდეს არცერთი მთავარი პროკურორი ამ ქვეყანაში არ ყოფილა დამოუკიდებელი და ყველა მთავარი პროკურორი მმართველი პარტიის ნებას ასრულებდა”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებით, იმისთვის, რომ გენერალურ პროკურორთან ნეიტრალიტეტის შესახებ კითხვები არ არსებობდეს, მისი არჩევა ოპოზიციას ჩართულობით უნდა მოხდეს, კერძოდ, 76 დეპუტატის ხმის ნაცვლად, საჭირო იქნება 90 კანონმდებლის ხმა.