spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იაგო ხვიჩია – ეს კანონი არის “ქოცების” პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით პრეზიდენტის

ეს კანონი არის “ქოცების” პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით პრეზიდენტის, იმიტომ, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ შეიყვანა ის ძალაში, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ” კანონთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტს შეეძლო, რომ აღნიშნულ კანონზე ვეტო დაედო.

“ეს კანონი არის “ქოცების” პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით პრეზიდენტის, იმიტომ, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ შეიყვანა ის ძალაში. პრეზიდენტს მაინცდამაინც ფეხებზე ეკიდა ამ კანონის ძალაში შესვლა-არ შესვლა, თორემ მას შეეძლო ვეტო დაედო და პარლამენტი ამ კანონს ვერ მიიღებდა და შესაბამისად, ის ძალაში არ იქნებოდა. ვერ მივხვდი პრეზიდენტს რა უნდოდა, მას უნდა ზოგადად კეკლუცი, თუ უნდა რომელიმე კონკრეტული კანონი ძალაში არ შევიდეს? კეკლუცობა მე მგონი პრეზიდენტის საქმე არ არის”,  – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ” კანონს  ხელი მოაწერა და ის უკვე ძალაშია. აღნიშნული კანონის ხელმოწერაზე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. მოტივირებული შენიშვნების გარეშე თქვა უარი და ვეტო არ გამოიყენა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები