spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იაგო ხვიჩია – ეს კიდევ ერთი გაფრთხილებაა ხელისუფლების მიმართ, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში “ქართულ ოცნებას“, საბოლოო ჯამში, კრახამდე მიიყვანს

“ქოცების” ვაჟკაცობის ამბავი იმდენად შორსაა გავარდნილი, ხმები ნატო-ს გენმდივნამდეც კი მივიდა, რომ ისეთი საფრთხე არსებობს, საქართველოდან შეიძლება, რუსეთი მარაგდებოდეს რაღაც საბრძოლო ინვენტარით, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

 

“ეს რეპუტაციული ზიანი, რომ ჩვენზე ასეთი ეჭვი აქვთ, არის ძალიან გამოუსწორებელი, ამ წუთას, ამ მოცემულობით, მიუხედავად იმისა, კონკრეტულად ეს მომენტი რამდენად გამოიწვევს დასავლეთის რაიმე ტიპის ცვლილებას ჩვენ მიმართ, რადგან ჩვენ აქამდე ვითვლებოდეთ დასავლეთის ერთგულ მეკავშირეებად. ფაქტობრივად, ბოლო პერიოდის განმავლობაში “ქართული ოცნება“ გამოდის და ცდილობს, ქართული ხომალდი კრემლისკენ მიატრიალოს. 

 

ეს კიდევ ერთი გაფრთხილებაა ხელისუფლების მიმართ, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში “ქართულ ოცნებას“, საბოლოო ჯამში, კრახამდე მიიყვანს. ვიდრე ეს მოხდება, მეგობრები, როგორც მეგობრებს შეეფერებათ, აფრთხილებენ საქართველოს ხელისუფლებას. 

 

არ მჯერა, რომ „ქართულ ოცნებას“ რამე უშველის და რამე გაფრთხილებას მიიღებენ, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს სწორი გაფრთხილებაა ქართველი ხალხისთვის, რომ ჩვენ მივხედოთ ჩვენს თავს. არავინ არავის ელაპარაკება იმაზე, რომ ცუდი ქცევა და ცოდვების ჩადენა არ შეიძლება, თუ ეჭვი მაინც არ აქვთ, რომ ის ცოდვილია“, – განაცხადა ხვიჩიამ.

 

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მოელიან, რომ ნატო-ს არაწევრი მოკავშირეები დაიცავენ სანქციებს და რუსეთს აგრესიული ომის დაფინანსებას არ გაუადვილებენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები