spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იაგო ხვიჩია – გავბედავ და საქართველოს პრეზიდენტს ქმედებებსაც მოვთხოვ

“პრეზიდენტის შეშფოთება იმაზე, რომ ჩვენ დასავლურ კურსს ვუხვევთ და ზოგადად, ქართველი ხალხის არჩევანს გვერდს ვუვლით, სწორი კრიტიკაა“, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის “გირჩის“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულს სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრეზიდენტის წლიური ანგარიში მოისმინეს.

 

დეპუტატმა თავის გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტს რამდენიმე საკითხთან  დაკავშირებით მიმართა. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ბევრი ადამიანი დღეს ქვეყანაში უკანონო პატიმარია.

 

“მე გავბედავ და საქართველოს პრეზიდენტს ქმედებებსაც მოვთხოვდი. მათ შორის, მართლმსაჯულების მიმართულებით, სადაც საქართველოს პრეზიდენტს ბერკეტები აქვს და ამ ბერკეტებს შეწყალების ინსტრუმენტი ჰქვია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციიდან ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ სასამართლო სისტემის რეფორმაა, ვინაიდან დასავლელი პარტნიორები დამოუკიდებელ სასამართლო ინსტიტუტებს ითხოვენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები