ჩემს კორუფციულ სინდისს რომ “ქართული ოცნების” მიერ დანიშნული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამოწმებს, ძალიან სასაცილო იქნებოდა ხალხზე დაცინვა რომ არ იყოს. ეს კვლევაც ჩვენთვის დახმარებასავითაა. გვეძლევა საშუალება, ადამიანებს ავუხსნათ, რომ ამ თვალსაზრისით უმწიკვლო პოლიტიკური რეპუტაცია გაგვაჩნია, – ამის შესახებ Front News-თან პარტია “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, მაშინ, როცა “ქართული ოცნება” მილიონებს შოულობს, ეს კვლევა მხოლოდ ოპოზიციაზე არ უნდა იყოს განსაზღვრული.
“ჩემს კორუფციულ სინდისს რომ “ქართული ოცნების” მიერ დანიშნული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამოწმებს, ძალიან სასაცილო იქნებოდა ხალხზე დაცინვა რომ არ იყოს. იმიტომ, რომ ხალხი, რომელიც ევროპაში დაფრინავს ჩარტერებით და მილიონებს შოულობს, მაგათ მიმართ კითხვები არ ჩნდება და ოპოზიციის მიმართ ჩნდება ეს კითხვები, რომლებსაც თეორიულადაც კი არ აქვთ შანსი იყოს კორუმპირებული, იქიდან გამომდინარე, რომ კორუფციის ძირითადი მიზეზი არის რეგულირებები, რომელსაც ამტკიცებს მთავრობა.
ჩვენ არც რეგულირების დამმტკიცებლები ვართ და ვერც გვერდის ავლაში დავეხმარებით და ამაზე თვალს ვერ დავხუჭავთ.
პირადად ჩემი ფინანსური შემოსავლები პარლამენტში ყოფნის მერე არ გაზრდილა, პირიქით, ვალები გაიზარდა და ამის კვლევაც ჩვენთვის დახმარებასავითაა, იმიტომ რომ, გვეძლევა საშუალება ადამიანებს ავუხსნათ, რომ ამ თვალსაზრისით უმწიკვლო პოლიტიკური რეპუტაცია გაგვაჩნია”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ანტიკორუფციული ბიურო, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს, დამატებით 30 ოპოზიციონერი დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმებას გეგმავს.