spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იაგო ხვიჩია – ხელისუფლება იძულებულია, კანონპროექტი უკან გაიწვიოს, მათთვის კანონის ძალაში შესვლას უარესი შედეგი მოჰყვება

პრეზიდენტს რაც შეეხება, ისეთი თამაშია, სადაც ყველა დეტალი მეც არ მესმის. ვეტო არგუმენტირებული და დასაბუთებული ვიცი მე, – ამის  შესახებ პარტია “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ხელისუფლება იძულებულია, კანონი უკან გაიწვიოს.

 

“ვენეციის კომისია რომ ვიყო, ვიტყოდი, რაც გინდათ, ის ქენით-მეთქი. “ქართულ ოცნებას” პოზიციების შერბილება თავად სჭირდება. ხელისუფლება იძულებულია, კანონპროექტი უკან გაიწვიოს. მათთვის კანონის ძალაში შესვლას უარესი შედეგი მოჰყვება. ვენეციის კომისიაში რომ ვიყო, გავგიჟდებოდი, ასეთი რაღაცები რომ მომდიოდეს.  

 

პრეზიდენტს რაც შეეხება, ისეთი თამაშია, სადაც ყველა დეტალი მეც არ მესმის. ვეტო არგუმენტირებული და დასაბუთებული ვიცი. ისეთი დასაბუთებაცაა შესაძლებელი, საიდანაც “ქოცები” ვერ გამოძვრებიან, მაგრამ შეიძლება, ხალხი სხვა წიგნებსაც კითხულობს, რაც მე არ წამიკითხავს”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები