spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იაგო ხვიჩია – ხელისუფლებას ტემპი აქვს აკრეფილი საკუთარი თავის ამ შემოდგომაზე დასრულების

ხელისუფლებას ტემპი აქვს აკრეფილი საკუთარი თავის ამ შემოდგომაზე დასრულების, ერთადერთი იმაზე ვნერვიულობ, შემოდგომამდე მშვიდად მივიდეთ, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, ხელისუფლება უკვე ისტერიკულ რეჟიმზეა გადასული.

 

“ჩემი აზრით, ხელისუფლება შედის ისტერიკულ რეჟიმში და ზოგადად, ყოველდღიურ რეჟიმში უშვებს შეცდომებს და ხალხს აღიზიანებს დამატებით. 

 

ეს რაღაცა რეესტრის შექმნაც ამ მიდგომის ერთ-ერთი პირმშოა. რომ გითხრათ ამაზე ძალიან ვნერვიულობ-მეთქი, არ ვნერვიულობ, იმიტომ, რომ ხელისუფლებას ისეთი ტემპი აქვს აკრეფილი საკუთარი თავის დასრულების ამ შემოდგომაზე, ერთადერთი იმაზე ვნერვიულობ, შემოდგომამდე მშვიდად მივიდეთ”, – განაცხადა იაგო  ხვიჩიამ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები