ლავროვის განცხადება საქართველოს ხელისუფლების ფლირტზე პასუხია. ჩვენ საკმაოდ კარგად ვიცნობთ რუსეთს, ბატონ ლავროვს, პუტინს და ა.შ, რომ მათი გაცემული დახმარების არ დავიჯეროთ. რადგან თუნდაც ამ დახმარების დაპირებაში იყო ქართველების შეურაცხყოფა, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს იგივე პროცესია, როგორც გარეჯის დაბრუნება.
“ლავროვის განცხადება საქართველოს ხელისუფლების ფლირტზე პასუხია. თუ ადრე, პირველ ჯერზე მთლად უპასუხოდ მიაგდეს ეს ფლირტი, ამ შემთხვევაში ოდნავ ყურადღების ღირსად ჩათვალეს და საპასუხო ფლირტით უპასუხეს. თუმცა, წინასაარჩევნოდ “ქართული ოცნებისთვის” ეს რამდენად მომგებიანი იქნება, წარმოდგენა არ მაქვს, იმიტომ, რომ ყველასთვის ცხადია, რომ ეს დაპირებაც დაახლოებით ისეთია, გარეჯი რომ საქართველო იყო, რომ იბრუნებდნენ, ქრისტიანობას, რომ სახელმწიფო რელიგიად აცხადებენ და ა.შ.
მე მგონია, რომ ჩვენ საკმაოდ კარგად ვიცნობთ რუსეთს, ბატონ ლავროვს, პუტინს და ა.შ, რომ მათი გაცემული დახმარების არ დავიჯეროთ. რადგან თუნდაც ამ დახმარების დაპირებაში იყო ქართველების შეურაცხყოფა. თუნდაც ის, რომ ისინი მზადყოფნას აცხადებენ სამი სახელმწიფოს კეთილმეზობლურ ურთიერთობაში”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, “მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში, თუკი თავად ქვეყნები დაინტერესდებიან ამით”.