spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იაგო ხვიჩია – “ლელოს” როცა შეხვდები და რამეს გადაიფიქრებ, იქ როგორ შეიძლება მე ფულზე არ ვიფიქრო

ან “მიაკაჩავეს”  და უკან დაახევინეს, ან ფული გადაუხადეს. “ლელოს” არ უჭირს, რომ  დისკომფორტი ფულით აღმოეფხვრა. პრეზიდენტი აპირებდა წინასაარჩევნოდ პრემიერ-მინისტრის კანდიდატის დასახელებას და მიჭირს იმის დაჯერება, რომ უფასოდ გადაეფიქრებინა, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციაში ყველა ოცნებობს პრემიერმინისტრობაზე.

“ან “მიაკაჩავეს”  და უკან დაახევინეს, ან ფული გადაუხადეს. “ლელოს” არ უჭირს, რომ  დისკომფორტი ფულით აღმოეფხვრა. პრეზიდენტი აპირებდა წინასაარჩევნოდ პრემიერ-მინისტრის კანდიდატის დასახელებას და მიჭირს იმის დაჯერება, რომ უფასოდ გადაეფიქრებინა.

ოპოზიციაში ყველა ოცნებობს პრემიერმინისტრობაზე. პრეზიდენტი ბოლოს “ლელოს”  შეხვდა და გადაიფიქრა. “ლელოს” როცა შეხვდები და რამეს გადაიფიქრებ, იქ როგორ შეიძლება მე ფულზე არ ვიფიქრო და “ლელოს” სიტყვის დამაჯერებლობაზე წავიდეს მხოლოდ ჩემი მოსაზრება?”, – განაცხადა იაგო  ხვიჩიამ.

22 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა დახურულ კარს მიღმა “კოალიცია ცვლილებებისთვის” და “ლელოს” ლიდერებს ცალ-ცალკე უმასპინძლა. საუბრის თემა უცნობია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები