spot_img
spot_imgspot_img
spot_img

იაგო ხვიჩია – მე ვფიქრობ, მთელი ეს პროცესი თავიდან ბოლომდე მართულია ხელისუფლებისგან

მე ვფიქრობ, რომ მთელი ეს პროცესი, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის გეგმა და ოპოზიცია რასაც მოქმედებს, თავიდან ბოლომდე მართულია ხელისუფლებისგან, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ქმედება, საბოლოო ჯამში, პროტესტის დასრულებას ემსახურება.

“მე ვფიქრობ, რომ მთელი ეს პროცესი, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის გეგმა და ოპოზიცია რასაც მოქმედებს, თავიდან ბოლომდე მართულია ხელისუფლებისგან და საბოლოო ჯამში, ემსახურება არა იმას, რომ ახალი არჩევნები ჩატარდეს, არამედ იმას, რომ ხალხის გაბრაზება ქუჩაში სიარულში ნელ-ნელა განილიოს და ამ პროტესტს არანაირი შედეგი არ ჰქონდეს, თორემ ხალხი, რომელსაც ახალი არჩევნები უნდა, სრულიად განსხვავებულად უნდა იქცეოდეს –  უნდა ქმნიდეს სადისკუსიო სივრცეს, კრიტიკულად უნდა უყურებდეს თავისს ქმედებებსაც, საკუთარ საპროტესტო “ივენთებს” და არა ის, რომ  ყველაფერზე გაიძახდეს – ახლა ამის და იმის დრო არ არისო”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები