spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იაგო ხვიჩია – მგონი, ამ ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების ბედზე ბევრი ქართველი არ ღელავს

“შავი ფულის” მთავარი წყარო “ქართული ოცნებაა”, მეორე ოპოზიციური ძალა და ბოლოს უნდა მოვიდნენ იმ ხალხთან, ვის გაკონტროლებასაც აპირებენ. მგონი, ამ ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების ბედზე ბევრი ქართველი არ ღელავს, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, ამ ყველაფერს მდგომარეობის გაუარესება მოჰყვება პარტნიორებთან და დასავლეთთან.

 

“შავი ფულის” მთავარი წყარო “ქართული ოცნებაა”, მეორე ოპოზიციური ძალა და ბოლოს უნდა მოვიდნენ იმ ხალხთან, ვის გაკონტროლებასაც აპირებენ. მგონი, ამ ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების ბედზე ბევრი ქართველი არ ღელავს. მთავარი ამბავია, რომ ამ ყველაფერს მდგომარეობის გაუარესება მოჰყვება პარტნიორებთან, დასავლეთთან. რას ნიშნავს ჩინეთისკენ სვლა დასავლეთისა და ევროპის სანაცვლოდ, ამას საკუთარ ტყავზე მალე ვიგრძნობთ, თუ რაიმეს მალე არ გამოვასწორებთ.

 

მთავარი პრობლემა უმრავლესობის წევრების ბულინგი არ არის. ყველამ კარგად იცოდა, რომ “რუსულ კანონს”  თუ მიიღებდნენ, ვინმე დააბულინგებდათ და ეს ორ დღეში არ მორჩება. სჯობს, ეს ხალხი არ დაამახსოვრდეთ, თორემ ბულინგს ხუთი წლის შემდეგ ვინ დაუშლით? ამ გადაწყვეტილებას ზოგი ცუდ ქცევად მიიჩნევს, ზოგი კორუფციად, ზოგი  ღალატად, ზოგი – ამორალურად, კარგად არავინ თვლის და ამის გათვალისწინებით, რასაკვირველია, სიტყვიერ შეურაცხყოფას მიიღებ. შეურაცხყოფა ატანადია, მაგრამ აუტანელია სხვა ადამიანზე ძალადობა, რაც ძირითადად ორგანიზებულია ხელისუფლების მიერ. სხვა შემთხვევაში, ეს ხალხი ციხეში იჯდებოდა”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები