მგონია, რომ ახლა ოპოზიცია ხელისუფლებასთან ლაგდება და არა სერიოზულად რაიმეს აპროტესტებს. ეს არის ცრუ რევოლუციის პროცესი. ცესკო იყო პასუხისმგებელი არჩევნების სწორად ჩატარებაზე, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი გარდამტეხია თუ არა, იმით დადგინდება, რამდენი ბიულეტენი იქნება იდენტიფიცირებადი, რაც ახლა ყუთებში ყრია.
“ეს ყველაფერი გარდამტეხია თუ არა, იმით დადგინდება, რამდენი ბიულეტენი იქნება იდენტიფიცირებადი, რაც ახლა ყუთებში ყრია. თუ ეს არსებითია, მაშინ საიას მოთხოვნა იურიდიულად გამართლებულია და არჩევნების შედეგები ბათილად უნდა გამოცხადდეს. სხვა რაღაცებზე ყვირილს თავი უნდა დაანებონ და ეს მიმართულება უნდა გააძლიერონ, მაგრამ მგონია, რომ ახლა ოპოზიცია ხელისუფლებასთან ლაგდება და არა სერიოზულად რაიმეს აპროტესტებს. ეს არის ცრუ რევოლუციის პროცესი. ცესკო იყო პასუხისმგებელი არჩევნების სწორად ჩატარებაზე და ის, რომ ოპოზიციის წარმომადგენელს მოსთხოვონ, ეს დარღვევა რატომ არ გააპროტესტა, თავად რომ ნახეს, რატომ არ გამოასწორეს თუნდაც იმით, რომ კალმები შეეცვალათ?”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.