spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იაგო ხვიჩია – მგონია, რომ პოლონელ ექიმი “ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებით მოქმედებდა

მგონია, რომ ექიმი, რომელმაც ეს ილეთი სრულიად არასაჭირო დროს და ადგილას ჩაატარა, “ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმების გარეშე არ მოქმედებდა ან იმდენად სულელია, რომ მისი პაციენტთან შეყვანა არ შეიძლება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

 

“თუ არ მოისყიდან, აბა, როცა ყველაფრის გამოტანა შეგიძლია და ამ დროს წინდით გამოგაქვს, პროცესის დისკრედიტაცია ხდება, სხვა რას უნდა დააბრალო, თუ არა სისულელეს ან შეთანხმებას? გაყალბებისთვისაც რომ ნდომოდა, ნიმუში ისედაც ხომ გაიტანეს? ჩუმად გატანილს აყალბებ და არაჩუმად გატანილს, არა, ვერ დავიჯერებ. 

 

რაც შეეხება პოლონეთის საგარეოს განცხადებას, როცა ასეთ სკანდალში გაეხვევი და შენს ელჩს იბარებენ, განცხადების გაკეთება მოგიწევს, მაგრამ პირველი ეჭვი უნდა მიიტანო ხელისუფლებასა და სააკაშვილის ექიმების კოლაბორაციაზე“, – განაცხადა ხვიჩიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები