ნიკა მელია და ნიკა გვარამია მე მგონია ძალიან პატიოსანი “ნაცები”, რომლებიც “ნაცებს” ევაჭრებიან სიაში უფრო მეტ ადგილზე, ან სხვა რამეზე, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნებამდე 5 თვით ადრე თუ აცხადებ, რომ “ნაცი” აღარ ხარ, ე.ი. “ქოცებმა” გადაგიბირეს.
“ნიკა მელია და ნიკა გვარამია მე მგონია ძალიან პატიოსანი “ნაცები”, რომლებიც “ნაცებს” ევაჭრებიან სიაში უფრო მეტ ადგილზე, ან სხვა რამეზე.
ჯერ ვაჭრობის დრო არის და მე მგონია, რომ ხალხი ვაჭრობს ერთმანეთში. მაგალითად, მიშამ შესთავაზე კარგი წინადადება და ამ წინადადებაზე უარს ამბობ იმიტომ, რომ მე “ნაცი” არ ვარო და ამას ამბობ არჩევნებამდე 5 თვით ადრე, არ შეიძლება სხვა ვერსია არსებობდეს გარდა იმისა, რომ “ქოცებმა” გადაგიბირა”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.