“გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია ოპოზიციის ნაწილის მხრიდან მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ მათ ახალი ტაქტიკა უნდა შეიმუშავონ.
“თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რამე უნდა შევცვალოთ ამ ქვეყანაში, პირველი საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ. საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ თამაშის ტაქტიკის შეცვლა. ოპოზიცია, როგორც ის თამაშობს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ფაქტობრივად ცხრა წელია, უკვე განუწყვეტლად აგებს ერთი და იგივე ტაქტიკით. მოვდივართ, დავამარცხებთ, გავყრით “ქოცებს” და ა.შ. ეს არ გამოდის, ამიტომ, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და ახალი ტაქტიკა შეიმუშავოს იმისთვის, რომ თამაში გახდეს სხვანაირი. ამ წუთის მოცემულობით ამ თამაშს ოპოზიცია აგებს”, – აცხადებს ხვიჩია.
ოპოზიციია ნაწილი კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია.