spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იაგო ხვიჩია – ორივე აქციის მონაწილეთა გვერდით ვდგავართ

თუ დაპირისპირების რისკი იქნება, გვინდა ორივესთან მიგვესვლებოდეს. ორივე აქციის მონაწილეთა გვერდით ვდგავართ, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, დაპირისპირების შემთხვევაში მის პარტიას განმასხვავებელი ატრიბუტიკა ექნება, რათა მოქალაქეებმა გაარჩიონ ვინ ვინ არის.

 

“თუ იქნება ორი აქცია დაპირისპირების შანსი იარსებებს, “გირჩს”  ატრიბუტიკა, დროშები და კიდევ სხვა რაღაცები ექნებათ, რათა ადამიანები მიხვდნენ, ვინ ვართ და შუაში ჩავდგებით.  

 

თუ დაპირისპირების რისკი იქნება, გვინდა ორივესთან მიგვესვლებოდეს. “არა, რუსულ კანონს”  აქციის სულისკვეთებას მხარს ვუჭერთ, მაგრამ “ქართული ოცნების” მიერ ჩამოყვანილი ხალხიც ჩვენი მომავალი ამომრჩეველია და არ გვინდა, მათ რაიმე დაემართოთ, ვინმემ აბულინგოს ან შეურაცხყოს.

 

ორივე აქციის მონაწილეთა გვერდით ვდგავართ, რადგან არიან ადამიანები, რომლებსაც სამსახურის დაკარგვის შიშით, ასეთ სათაკილო აქციაზე დგომა მოუწევთ. დაპირისპირების რისკი არსებობს, რადგან ხელისუფლებამ კონტრაქცია დაგეგმა”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები