პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ფიქრობს, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა დარჩეს, ვინაიდან, მმართველ პარტიას სწორედ ის სურს, რომ ოპონენტებმა საკანონმდებლო ორგანო დატოვონ.
“ქართული ოცნების” ოცნებაა ის, რომ ოპოზიცია გავიდეს პარლამენტიდან, არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და გაუმარტივოს საქმე. ჩემი აზრით, ამას ისინი ელოდებიან და მთელი სტრატეგია ამაზეა გათვლილი. ოპოზიცია, ჩემი აზრით, პირიქით უნდა მოიქცეს.
“ქართული ოცნება” 43%-ს ვერ აიღებდა, ამიტომ ეს რისკი გაადაზღვიეს, ეს ერთი და მეორე, ეს არის ჩვეულებრივი “ქოც-ნაცური” თამაში, სადაც შუა უნდა გაკრიფო პერმანენტულად. შესაბამისად, უნდა გააკეთო წინასაარჩევნოდ სიტუაციის ისეთი ესკალაცია, სადაც “ოცნება” და “ნაციონალები” დარჩებიან. ეს არის ერთადერთი გზა, როდესაც “ოცნება” მიჩვეულია მოგებას და ამ თამაშს სულ ეთამაშება ოპოზიცია”, – აცხადებს იაგო ხვიჩია.