“ქართულ ოცნებას” ოპოზიცია კი არ უწევს კონკურენციას, “ქართულ ოცნებას” საკუთარი თავი უწევს კონკურენციას, იმიტომ, რომ საკუთარი თავის გამო კარგავს მხარდამჭერებს, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების პრობლემა არის ქართველი ხალხი და არა ქართველი პოლიტიკოსები.
“ქართულ ოცნებას” ოპოზიცია კი არ უწევს კონკურენციას, “ქართულ ოცნებას” საკუთარი თავი უწევს კონკურენციას, იმიტომ, რომ საკუთარი თავის გამო კარგავს მხარდამჭერებს. შესაბამისად, ეს ხალხი სად და როგორ აღმოჩნდება, არავინ იცის. ქართველი ხალხია “ქართული ოცნების” პრობლემა და არა ქართველი პოლიტიკოსები. უბრალოდ, ქართველ ხალხს და პოლიტიკოსებს შორის ვერ მყარდება კომუნიკაცია. დამყარდება თუ არა ამ ფორმატით მე ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მგონია, ქართველ ხალხს არასწორად უყურებს როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია. ორივე მათგანი თვლის, რომ ქართველი ხალხი, ზოგადად, სულელური წარმონაქმნია და ათასგვარი სისულელეებით უნდა კვებოს. ერთადერთი ვართ ჩვენ, რომლებიც ვცდილობთ, სიმართლე ვუთხრათ ქართველ ხალხს.
დაგვიფასებენ თუ არა ამას, შემოდგომაზე ვნახავთ. ერთი მხარე მეორე მხარეს ეჯიბრება, ვინ უფრო დიდი სისულელე უნდა უთხრას ქართველ ხალხს და ამით ელოდებიან მხარდაჭერის მიღებას. მე განსხვავებული წარმოდგენა მაქვს ქართველ ხალხზე”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.