ქუჩაში რომ კაცი გააჩერო და ის დანიშნო პრემიერ-მინისტრად, უკეთესი იქნება, ვიდრე თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ან ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნების“ პერიოდში მინისტრობა სულ სხვა რამეს წარმოადგენს და ამისთვის “ოცნების” ნებისმიერი ერთგული წევრი იქნება მზად.
“მე მგონი, “ქოცების” პერიოდში მინისტრობა საერთოდ სხვა რამეს ნიშნავს, ვიდრე ზოგადად მინისტრობა და “ქართული ოცნების“ ნებისმიერი ერთგული კადრი ამისთვის მზადაა. წინა მინისტრები თუ მზად იყვნენ, ვინ შეიძლება მზად არ იყოს.
ქუჩაში რომ კაცი გააჩერო და ის დანიშნო, უკეთესი იქნება, ვიდრე თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ან ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.