spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იაგო ხვიჩია – რამე არ შეეშალოთ, “გირჩის” ოფისი სხვა ოფისი არ ეგონოთ, ეს მინდა გავაფრთხილო

თუ ვინმე მართლა დასასჯელია, არის მამა შალვასნაირი პროპაგანდისტები. რამე არ შეეშალოთ, “გირჩის” ოფისი სხვა ოფისი არ ეგონოთ, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. 

 

დეპუტატი სასულიერო პირს, მამა შალვა კეკელიას პროპაგანდისტად მოიხსენებს და მის პასუხისგებაში მიცემაზე საუბრობს. 

 

იაგო ხვიჩიას თქმით, მისი ცემის ფაქტი უკვალოდ არ ჩაივლის. 

 

“ზოგადად, ეს რომ გასალახია, ფაქტია, სადაც შევხვდები, იქ გაილახება, ციხეში, ალბათ, ვერ შევხვდები, ციხეში მჯდარი კაცის გალახვას შინაარსი არ გააჩნია.

 

თუ ვინმე მართლა დასასჯელია, არის მამა შალვასნაირი პროპაგანდისტები, რომლებიც შუღლს აქეზებენ მოქალაქეებში და ყოფენ მათ, თითქოს, იციან მათ “გირჩის” საბუთი სატანასთან მიიყვანს თუ ღმერთთან. ეს არის მთავარი პრობლემა ამ ყველაფერში, თორემ ვის არ უჩხუბია. დღეს “გირჩის” ბაბლი აქტიურობდა და მომიწოდებდნენ, რომ მზად იყვნენ ჩემთან ერთად გაელახათ ეს და მისი მეგობრები, თუ ვინმე ჰყავდა მისნაირი სულელი. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ 500 კაცი ამას და მის სამეგობროსაც გავლახავთ ერთობლიობაში.

 

რამე არ შეეშალოთ, “გირჩის” ოფისი სხვა ოფისი არ ეგონოთ, ეს მინდა გავაფრთხილო, ამიტომ არის ეს მეორეჯერ კარგად გასალახი, ვემუქრები, აუცილებლად გავლახავ, თუ არ მოვა და ბოდიშს არ მოიხდის, თუ რა თქმა უნდა, ციხეში არ ჩასვეს, აუცილებლად გაილახება. ისე გაილახება რომ არა უშავს, მაგიტომ არ ვითხოვ მის დაჭერას, რომ იგივეს ვუპირებ”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

პარტია “გირჩის” ლიდერს იაგო ხვიჩიას საკუთარ ოფისში უცნობი მამაკაცი  თავს დაესხა. მისი თქმით, საქმე “ბიბლიური თავისუფლების” მეშვეობით ჯარის თავიდან აცილების საკითხს უკავშირდება და საპატრიარქოს, მამა შალვა კეკელიასა  და “ქართულ ოცნებას’’ პროპაგანდაში ადანაშაულებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები