spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იაგო ხვიჩია – სააკაშვილი ისე მოიქცა, რომ რუსეთი ჩვენთან მართალია, დაახლოებით ეს არის “ქართული ოცნების” განცხადება

რაღაცნაირად ვასკვნით, რომ ეს იყო “გლობალური ომის პარტიის” დიადი მიზანი, რომ სააკაშვილს ყველაფერი გაეკეთებინა, აქ რუსული ჯარის შემოსაყვანად და რუსეთი ამ ყველაფერში მართალი გამოჩენილიყო. სააკაშვილი ისე მოიქცა, რომ რუსეთი ჩვენთან მართალია, დაახლოებით ეს არის “ქართული ოცნების” განცხადება, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

“რაღაცნაირად ვასკვნით, რომ ეს იყო “გლობალური ომის პარტიის”  დიადი მიზანი, რომ სააკაშვილს ყველაფერი გაეკეთებინა, აქ რუსული ჯარის შემოსაყვანად და რუსეთი ამ ყველაფერში მართალი გამოჩენილიყო. სააკაშვილი ისე მოიქცა, რომ რუსეთი ჩვენთან მართალია, დაახლოებით, ეს არის ” ქართული ოცნების”  განცხადება და ჩვენ აუცილებლად გამოვიძიებთ იმას, რატომ გამოაჩინა სააკაშვილის ქმედებებმა ქართველ ხალხთან რუსეთი მართალი და რომ “ნაცმოძრაობას”  რუსეთისგან განსხვავებით, საკუთარი ქმედებების ახსნა არ აქვს. აი, ეს არის რა ვერსიაც შემოგვთავაზეს. მე მგონი, ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეს, ვის ირჩევს. ირჩევს თუ არა ხალხს, რომელსაც ” ნაცებთან” ბრძოლის ფარგლებში შეუძლია საკუთარი ქვეყნის ინტერესების გაწირვა. ეს არის არა ქართული ინტერესით მოქმედება, არამედ ვიწროპარტიული ” ქოცური”  ინტერესით მოქმედება და ამისთვის ქვეყნის ინტერესების გადაყოლება. შეიძლება, ვიღაცას იმისი სურვილიც აქვს, რომ ” ეფლირტაოს” შორიდან რუსეთის ხელისუფლებას და უთხრას, რომ ჩვენ საკუთარ თავსაც კი გავიმტყუნებთ, ოღონდ თქვენ კეთილად შემოგვხედეთ”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

“ქართული ოცნების”  პოლიტიკურმა საბჭომ განცხადება გაავრცელა, რომ “დადგა დრო, აგვისტოს ომში დამნაშავეებმა კონსტიტუციისა და კანონის მთელი სიმკაცრით აგონ პასუხი”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები