spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იაგო ხვიჩია – თუ მართლა ასე ფიქრობს პრეზიდენტი, მას ისეთი ბერკეტები გააჩნია, რომ ბევრად უფრო ეფექტურად უნდა გამოიყენოს 

თუ მართლა ასე ფიქრობს პრეზიდენტი, რომ ქვეყანას მოღალატეები მართავენ, ჩემი აზრით, მას ისეთი ბერკეტები გააჩნია ხელში, რომ ბევრად უფრო ეფექტურად უნდა გამოიყენოს ისინი, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

“ლუგარის ლაბორატორიის დაფინანსების შეწყვეტა ცალკე აღებული არ არსებობს, ის არის იმ ერთიანი პოლიტიკის ნაყოფი, რასაც “ქართული ოცნება” ბოლო პერიოდის განმავლობაში პარტნიორების მიმართ ატარებს და თავისთავად ცხადია, რომ ეს სხვადასხვა ტიპის უარყოფით შედეგებს გამოიწვევდა და ასეთი უარყოფითი შედეგი, რაც ახლა დავინახეთ, ეს არის.

რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, რომ ეს ქვეყნის ღალატია თუ არა, თუ მართლა ასე ფიქრობს პრეზიდენტი, რომ ქვეყანას მოღალატეები მართავენ, ჩემი აზრით, მას ისეთი ბერკეტები გააჩნია ხელში, რომ ბევრად უფრო ეფექტურად უნდა გამოიყენოს ისინი და ხელი შეუშალოს ქვეყნის მოღალატეებს ამ ღალატის პროცესში”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ სოციალურ ქსელში ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით დაწერა, რომ მიუღებელია, როცა ხელისუფლება, შეგნებულად და დაჟინებით ანგრევს და ანადგურებს წარმატების ყველა სფეროს. მისივე თქმით, ამერიკასთან ასეთი მნიშვნელოვანი კავშირის გაწყვეტა წარმოადგენს ქვეყნის პირდაპირ ღალატს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები