spot_img
spot_imgspot_img
spot_img

იაგო ხვიჩია – “ვზროსლი” შარლ მიშელი ჩამოვიდა ჩვენი საკითხის მოსაგვარებლად, რადგან პატარა ბავშვებივით ჩხუბი არ დავამთავრეთ

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია საქართველოში შარლ მიშელის ვიზიტს ეხმაურება. 

 

“ხო იცით, თინეიჯერები რომ ჩხუბობენ, ზოგჯერ საქმეში ერევიან ე.წ. ვზროსლები. “ვზროსლი” არის ბატონი შარლ მიშელი, ჩამოვიდა ჩვენი საკითხის მოსაგვარებლად, ჩვენ პატარა ბავშვებივით ჩხუბი არ დავამთავრეთ და იმიტომ. მგონი, თვითონ ბატონი შარლ მიშელი აქ გამზადებული საკითხებით მოვა სავარაუდოდ, მან ზუსტად იცის ის კონფლიქტები, რაც ახლა გვაწუხებს. ბატონი შარლ მიშელისგან ჩვენ რაც ყველაზე მეტად გვჭირდება არის ის, რომ არ დადგეს დღის წესრიგში “ქართული ოცნების” მხრიდან მის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების არსებითი პუნქტების დარღვევა, როგორიც არის საკონსტიტუციო ცვლილებები და 43%-იანი ბარიერი. მგონი, ეს ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია და ოპოზიცია ამის დაცვაში უნდა იყოს ერთიანი” – განაცხადა ხვიჩიამ.

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დედაქალაქს 18 ან 19 ივლისს ეწვევა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები