ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, 130 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე იაკობ ქაჯაია სამგზის ოლიმპიურ და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონთან, ლოპეს ნუნიესთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
2008 წლის შემდეგ, ნუნიესს არცერთი ოლიმპიადა არ წაუგია. პეკინის, ლონდონისა და რიოს ოლიმპიადების შემდეგ, ეს მისი მეოთხე ოქროა. ბოლო ორი წელია, მას საერთაშორისო ასპარეზზე არ უჭიდავია.
ქაჯაიამ საქართველოს ტოკიოს ოლიმპიადაზე მეექვსე მედალი მოუტანა.