spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იალოვიცი – გთხოვთ, საქართველოს მოქალაქეებო, წადით და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია

არ არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელიც ცდილობს საქართველოს ომში ჩართვას. გთხოვთ, საქართველოს მოქალაქეებო, წადით და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში 26 ოქტომბერს, – ამის შესახებ ამერიკის ყოფილმა ელჩმა საქართველოში კენეტ იალოვიცმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია, რომელიც ბევრ რამეს გადაწყვეტს საქართველოს მომავალი მიმართულების შესახებ.

“მგონია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დავიწყებ იმით, რომ საქართველოს უამრავი მეგობარი ჰყავს შეერთებულ შტატებსა და ევროპაში და ყველა ჩვენგანს სურს ვიხილოთ სუვერენული, დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველო, მჭიდრო კავშირით ევროკავშირთან და ევროპასთან. არ არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელიც ცდილობს საქართველოს ომში ჩართვას. გთხოვთ, საქართველოს მოქალაქეებო, წადით და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში 26 ოქტომბერს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია, რომელიც ბევრ რამეს გადაწყვეტს საქართველოს მომავალი მიმართულების შესახებ. რა თქმა უნდა, ეს თქვენზეა დამოკიდებული რას გადაწყვეტთ, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ეს არჩევანი გაგრძელდება ევროპისკენ, ევროკავშირისკენ, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნებისკენ, სუვერენული და დამოუკიდებელი საქართველოსკენ. გთხოვთ, წადით არჩევნებზე“, – განაცხადა კენეტ იალოვიცმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები