ალბათ, არავის უნდა გაჰკვირვებოდა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ბაიდენის ადმინისტრაციამ, რომ არ მიეწვიათ პრემიერ-მინისტრი კობახიძე და მისი დელეგაცია მიღებაზე, რომელსაც მასპინძლობდა პრეზიდენტი ბაიდენი, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ განაცხადა.
“ყველა იმ შეურაცხყოფის და კომენტარების შემდეგ, რომელიც გაკეთდა და მიმართული იყო ამერიკის შეერთებული შტატების სენატორებისა და ელჩების წინააღმდეგ და ის ტყუილები იმის შესახებ, თუ რა განზრახვა აქვს ქვეყანას, არ არის არანაირი სიურპრიზი ის ფაქტი, რომ არ მიიწვიეს მიღებაზე.
თქვენ ალბათ, იხილეთ განცხადება, რომელიც გაავრცელა აშშ-ის ადმინისტრაციამ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მიუღებელი იყო არსებული განცხადებები, შესაბამისად, ჩვენ ძალიან ყურადღებით მივადევნებთ თვალს იმას, რა მოხდება მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში”, – განაცხადა კელიმ “ფორმულას” ეთერში.