ქმედებებით საქართველო არ აჩვენებს, რომ ისინი პროდასავლურები არიან და ბევრი ამერიკელიც ფიქრობს, რომ ისინი დაშორდნენ დასავლეთს. ამიტომაც, “ოცნებას” და მის საპატიო თავმჯდომარეს მოუწევს ამაზე პასუხისგება, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ განაცხადა.
“იმ დროს, როდესაც დასავლეთის ქვეყნები უნდა გაერთიანდნენ, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება მაგალითად უკრაინის პრობლემას, საქართველო არ ჩანს ამ საუბრებში და კიდევ უფრო შორს მიდის დასავლური საზოგადოებისგან. ბევრი მისი მოქმედება კიდევ უფრო აშორებს დასავლეთს.
დელეგაცია წავიდა ჩინეთში, რომელსაც საქართველო თავის სტრატეგიულ პარტნიორს უწოდებს. როდესაც მე თბილისში ვიყავი ვიზიტით მთავრობა რუტინულად ეძახდა ამერიკის შეერთებულ შტატებს სტრატეგიულ პარტნიორს, მაგრამ მის ქმედებებს და რიტორიკას აქვს აბსოლუტურად სხვა გზავნილები.
პრემიერ-მინისტრიც იმყოფებოდა ჩინეთში, ასევე იმყოფებოდა ბუდაპეშტში, რომელიც ყველაზე ნაკლებად დასავლური ქვეყანაა ევროკავშირის ქვეყნებს შორის და ამავდროულად, ხელს უშლიან პრეზიდენტს ბრიუსელში წასვლაზე. იმპიჩმენტიც კი მოუწყვეს პრეზიდენტს.
ქმედებებით საქართველო არ აჩვენებს, რომ ისინი პროდასავლურები არიან და ბევრი ამერიკელიც ფიქრობს, რომ ისინი დაშორდნენ დასავლეთს. ამიტომაც, “ოცნებას” და მის საპატიო თავმჯდომარეს მოუწევს ამაზე პასუხისგება”, – განაცხადა იან კელიმ “ფორმულას” ეთერში.