spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იან ლიპავსკი – საქართველოს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს!

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას  “ტვიტერზე” ეხმაურება.

 

იან ლიპავსკი წერს, რომ საქართველოს ჩეხეთის სრული მხარდაჭერა აქვს.

 

“მოხარული ვარ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრით.

 

ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გარდა,  ვისაუბრეთ  საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე და რეგიონალურ გამოწვევებზე.

 

საქართველოს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს!”-აღნიშნავს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები