spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იაპონია რუსეთს სანქციებს უწესებს

უკრაინაში განხორციელებული ქმედებების გამო, იაპონია რუსეთს სანქციებს უწესებს, – ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდამ განაცხადა.

 

მისივე თქმით, იაპონიის მიერ დაწესებული სანქციები მოიცავს იაპონიაში რუსული ობლიგაციების გამოშვების აკრძალვას და გარკვეული პირების აქტივების გაყინვას, ასევე მათი იაპონიაში მოგზაურობის შეზღუდვას.

 

“რუსეთის ქმედებები აშკარად ზიანს აყენებს უკრაინის სუვერენიტეტს და საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაკრიტიკებთ ამ ნაბიჯებს და მკაცრად მოვუწოდებთ რუსეთს, დაუბრუნდეს დიპლომატიურ დისკუსიებს. ვითარება კვლავ საკმაოდ დაძაბულია და ჩვენ გავაგრძელებთ მონიტორინგს“, – განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა.

 

ფუმიო კიშიდამ აღნიშნა, რომ სანქციების დეტალები უახლოეს დღეებში გამოცხადდება. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები