spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იაპონიაში უამინდობის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა

იაპონიაში ძლიერი თოვის შედეგად გამოწვეული პრობლემებით 17 ადამიანი დაიღუპა, 90-ზე მეტი კი დაშავდა. ბევრი დასახლება ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

 

იაპონიის ჩრდილოეთ რეგიონებში გასული კვირიდან თოვს. შედეგად ასობით მანქანა მაგისტრალებზეა ჩარჩენილი, შეფერეხებებია მიწოდების სერვისებზე, მატარებლების მოძრაობასა და ფრენებზე.

 

რამდენიმე ადამიანი თოვლისგან გაწმენდის დროს სახურავებიდან ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა, რის გამოც მუნიციპალიტეტები მოსახლეობას მოუწოდებენ, სიფრთხილე გამოიჩინონ თოვლის გაწმენდისას და მარტო არ იმუშაონ.

 

მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ზოგიერთ რაიონში თოვლის რაოდენობა სეზონის საშუალო მაჩვენებს სამჯერ აღემატება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები