პოლონეთის ვიცე-პრემიერი იაროსლავ კაჩინსკი აცხადებს, რომ ვარშავა ღიაა აშშ-ის ბირთვული იარაღის მასპინძლობისთვის თავის ტერიტორიაზე, თუმცა ინიციატივა ვაშინგტონიდან უნდა მოდიოდეს.
”თუ ამერიკელები გვთხოვდნენ აშშ-ის ბირთვული იარაღის შენახვას პოლონეთში, ჩვენ ამისთვის ღია ვიქნებით. ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებს მოსკოვის შეკავებას”, – აღნიშნა კაჩინსკიმ.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ასეთი საკითხი არ დგას, „თუმცა ეს შესაძლოა, მალე შეიცვალოს“.